ჯანდაცვის მინისტრი - 2026 წლისთვის იგეგმება, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე სახელმწიფომ აანაზღაუროს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2026 წლისთვის იგეგმება, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე სახელმწიფომ აანაზღაუროს.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან აღნიშნა, სწორედ აღნიშნული გეგმიდან გამომდინარე, სახელმწიფოს სურს, რომ მედიკამენტებს სამართლიანი ღირებულება ჰქონდეთ.

„დღეს განხილული რეფორმა, რომელიც რეფერენტულ ფასებს და ფარმაცევტულ ბაზარზე სხვადასხვა ცვლილებას ემსახურება, გულისხმობს იმას, რომ 2026 წლისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე სახელმწიფომ უნდა უზრუნველვყოთ. თუ ჩვენს გეგმას პერიოდულად ნახულობთ, მას ძალიან მკაცრად მივყვებით.

სწორედ აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ სწორი ფასწარმოქმნა და მედიკამენტებზე სამართლიანი ფასები იყოს, რადგან პაციენტებს მედიკამენტების ღირებულების უდიდესი ნაწილი ჩვენ უნდა გადავუხადოთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა