პაატა მანჯგალაძე - „ხალხის ძალის“ განცხადება არის დადასტურება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს - რუსული სცენარია, ადამიანი მოკლან და სხვას დააბრალონ

„ხალხის ძალის" განცხადება არის დადასტურება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ "ხალხის ძალის" განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, რუსული სცენარია, როცა ადამიანის მკვლელობას დასავლეთს აბრალებენ.

„ჯერ თქვეს თვითდაზიანებას იყენებს, სუიციდისკენ აქვს მიდრეკილებაო, მერე თქვეს ღმერთის ნებაა, ჩვენ რა ვიცითო, ამ დროს გავიგეთ, რომ თურმე დარიშხანით არის მოწამლული. მერე თქვეს, ჩვენ კი არ მოვკლავთ, დასავლეთის სპეცსამსახურები გააკეთებენ, რადგან ბევრი ინფორმაცია აქვს სააკაშვილსო. ეს არის რუსული სცენარი, რომ მოკლან ადამიანი და დააბრალონ სხვას. ჰქონდათ სცენარი თავად სააკაშვილისთვის დაებრალებინათ, მერე ღმერთის ნებისთვის უნდოდათ დაბრალება და ახლა გადავიდნენ დასავლელი პარტნიორების დადანაშაულებაზე. ეს არის რუსული სპეცსამსახურების სცენარი და სამწუხაროა, რომ ამ სქემის მონაწილეები არიან ესენი,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ „სააკაშვილის პატრონებს რჩებათ გეგმა B - მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება, სააკაშვილის სიკვდილის ხელისუფლებისთვის დაბრალება, ამ საბაბით კი ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობა“.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით