ლევან კობიაშვილი - ვისურვებდი, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები სხვებიც ყოფილიყვნენ, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს, სასტუმრო „რედისონში” გაიმართება. ამის შესახებ ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა და მომავალი პრეზიდენტობის ერთადერთმა კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არის ის ერთადერთი კანდიდატი, ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ისურვებდა სხვა კანდიდატების არსებობას, თუმცა ეს კითხვა უნდა დასვან სხვაგან და არა მასთან.

„როგორც გახსოვთ, 4 წლის წინაც ზუსტად მსგავსი ვითარება იყო, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი ვიყავი. მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - ვისურვებდი, რომ სხვებიც ყოფილიყვნენ, რადგან ჯანსაღი კონკურენცია ყოველთვის კარგია. გამიხარდებოდა და კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყვნენ სხვა კანდიდატები, თუმცა ამასთან დაკავშირებული კითხვები, ალბათ, სხვას უნდა დაუსვათ.

ფეხბურთის ფედერაციას ჰყავს 31 სუბიექტი, რომელიც პრეზიდენტის არჩევის პროცესში მიიღებს მონაწილეობას. მე წარმადგინა 29 სუბიექტმა, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და მინდა ყველას ამისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგა - მათ შორის გულშემატკივრებს და ყველა იმ პირს, ვინც ქართულ ფეხბურთს ემსახურება. ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა”, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო