გიორგი კახიანი - სავარაუდოდ, იქნებიან ძალები, ვის ინტერესშიც შეიძლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან რაიმე უფრო მძიმე შედეგის დადგომა იყოს, რაც შემდგომში არეულობისთვის, ხელისუფლების ცვლილებისთვის იქნება გამოყენებული

სავარაუდოდ, იქნებიან ძალები, ვის ინტერესშიც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან რაიმე უფრო მძიმე შედეგის დადგომა იყოს, რაც შემდგომში დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის, ხელისუფლების ცვლილებისთვის იქნება გამოყენებული - ამის იქეთ აღარ წავალ! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი კახიანმა გააკეთა.

მისივე თქმით, თუკი რისკები არსებობს, სახელმწიფო და მისი შესაბამისი სამსახურები სათანადო ზომებს მიიღებს, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი და მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

გიორგი კახიანის აზრით, "ხალხის ძალის" განცხადება საკმაოდ ყურადსაღებია.

"მოცემულობა ასეთია: - თუკი ვინმეს ინტერესშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი და მისი უსაფრთხოება დაცული იყოს, ეს პირველ რიგში, არის ხელისუფლება. ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. როგორც ჩანს, არის ძალები, რომელთა ინტერესში ეს არ შედის. პირიქით, მათ ინტერესში შეიძლება იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან რაიმე მძიმე შედეგი, რათა ამას შემდგომ არეულობა, დესტაბილიზაცია და ხელისუფლებია ცვლილება მოჰყვეს.

ცხადია, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და მისი უსაფრთხოება იყოს დაცული. თუკი რაიმე რისკები არსებობს და შესაძლებელია ასეთი რისკები არსებობდეს, მისი უსაფრთხოების ნაწილში სახელმწიფო ყურადღებას კიდევ უფრო გაამკაცრებს და გააძლიერებს. შესაძლოა ვინმეს ასეთი სურვილები ჰქონდეს, მაგრამ რისკები გამორიცხული იქნება", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ინფორმაციისთვის, უმრავლესობაში შემავალმა "ხალხის ძალამ" დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ "სააკაშვილის პატრონებს რჩებათ გეგმა B - მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება, სააკაშვილის სიკვდილის ხელისუფლებისთვის დაბრალება, ამ საბაბით კი ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობა“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო