ვალერი გელბახიანი - ერთ ნაწილში მადლობას ვეტყვი „ხალხის ძალას“, რომ ეს არის არაპირდაპირი გზით ხელისუფლებისკენ მიმართვა, მიხეილ სააკაშვილი დროზე გაუშვან, თუ არ უნდათ მისი სიკვდილი დაჰბრალდეთ

ერთ ნაწილში მადლობას ვეტყვი „ხალხის ძალას“, რომ ეს არის არაპირდაპირი გზით ხელისუფლებისკენ მიმართვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დროზე გაუშვან, თუ არ უნდათ, რომ დაჰბრალდეთ მისი სიკვდილი, ამაში მათ ვეთანხმები, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა "ხალხის ძალის" განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ის პროცედურა, რაც ახლა მიმდინარეობს, სააკაშვილის ფიზიკური მოსპობისაკენ არის მიმართული.

„რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც მართლა გეგმავს მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ განადგურებას, ჩვენ ამაზე გამოვთქვით არაერთხელ ჩვენი მოსაზრებები და დაადასტურეს ექსპერტებმა, რომ ის პროცედურა, რაც ახლა მიმდინარეობს, არის მიმართული სააკაშვილის ფიზიკური მოსპობისაკენ. ამ წუთში ივარაუდება, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება არის. აქ ამერიკელებს არაფერში ხელი არ მიუწვდებათ, არც ევროპელებს. ერთ ნაწილში მადლობას ვეტყვი „ხალხის ძალას“, რომ ეს არის არაპირდაპირი გზით ხელისუფლებისკენ მიმართვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დროზე გაუშვან, თუ არ უნდათ, რომ დაჰბრალდეთ მისი სიკვდილი, ამაში მათ ვეთანხმები“,-განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

ინფორმაციისთვის, უმრავლესობაში შემავალმა "ხალხის ძალამ" დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ "სააკაშვილის პატრონებს რჩებათ გეგმა B - მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება, სააკაშვილის სიკვდილის ხელისუფლებისთვის დაბრალება, ამ საბაბით კი ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობა“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო