პროკურორის განცხადებით, ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა „კატეგორიულად არ ეთანხმება“

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა „კატეგორიულად არ ეთანხმება“.

როგორც საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს, ვინაიდან, როგორც მოვისმინეთ, სააპელაციო სასამართლომ 225-ე მუხლის ნაწილში, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, მსჯავრდებულები გაამართლა, თუმცა, დამნაშავედ ცნო ბრალად წარდგენილ სხვა ქმედებებში, ამასთან, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქა და თითოეულ მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდების მხარე აღნიშნულს განაჩენს კანონით დადგენილ ვადაში საქართველოა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

საქართველოს პროკურატურამ ყველა მტკიცებულება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როცა მტკიცებულებების გამოკვლევა ხდებოდა. სწორედ ეს მტკიცებულებები გაითვალისწინა თბილისის საქალაქო სასამართლომ. თუ რას დაეყრდნო თბილისის სააპელაციო სასამართლო, როცა აღნიშნულ ნაწილში გაამართლა მსჯავრდებულები, ამ ეტაპზე არ შემიძლია პასუხი გავცე, ვინაიდან სასამართლოს განაჩენი ჩაბარებული არ არის",- განაცხადა იაკობიძემ.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ცოტნე ჩიხლაძის მიმართ პროკურატურის მხრიდან სასჯელის დამძიმების მოთხოვნას და სასამართლოს მხრიდან მის დაუკმაყოფილებლობას, როგორც პროკურორი განმარტავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე, დაზარალებულ ილიკო თვალიაშვილზე ექსპერტიზა დასრულებული არ არის, რის გამოც, სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

"თვალიაშვილის ნაწილში ვასაჩივრებდით, ვინაიდან 117-ე მუხლი ჰქონდა მას ბრალად წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. თუმცა, თვალიაშვილის მიმართ ექსპერტიზის დასკვნა ჯერ მზად არ არის, კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რადგან მას თვალის მიდამო ჰქონდა დაზიანებული, რაც სფეციფიკური კვლევის საგანს წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლომ ამ ნაწილში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. დასკვნა მზად არ არის, როგორც კი ექსპერტიზის დასკვნა მზად იქნება, სასამართლოს აუცილებლად წარვუდგენთ",- განაცხადა იაკობიძემ.

ცნობისთვის, ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, "ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულები თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა, ძალადობის ორგანიზებაში ყველა მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე მაია თეთრაულმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და მსჯავრდებულებს სასჯელიც შეუმცირა. კერძოდ, მოსამართლემ მსჯავრდებულები სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, გაამართლა. თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დამნაშავედ ცნო.

შესაბამისად, აკაკი ნაკაშიძეს, თირნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო