გიორგი კახიანი - ყველაფერი იქითკენ მიდის, რასაც აქამდე ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება

ყველაფერი იქითკენ მიდის, რასაც აქამდე ვამბობდით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება - ძნელად წარმოსადგენია, რომ ორმა დაპირისპირებულმა მხარემ, რომელთაც ერთმანეთის მიმართ ასეთი ბინძური მეთოდები გამოიყენეს, მომავალში ერთ პარტიაში გააგრძელონ თანაცხოვრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი კახიანმა განუცხადა.

აქვე კახიანმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი "ნაცმოძრაობისთვის" დამღუპველია, მაგრამ "ძალიან კარგია სახელმწიფოსთვის, რადგან გარდა იმისა, რომ ეს გუნდი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობს და პარაზიტობს, მათგან სხვა ვერაფერი დავინახეთ".

"რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს, ტრაგი-კომედიაა. თუ გავითვალისწინებთ იმას, პარტიის შიგნით როგორი ბინძური მეთოდებით ებრძვიან, ეს იქნება კომპრომატების ომი თუ ფარული ჩანაწერები, სავარაუდოდ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რასაც აქამდე ვამბობდით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო