ეროვნული ბანკი - 2022 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 535.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე 133.2%-ით მეტია

2022 წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 535.3 მლნ აშშ დოლარი (1438.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2021 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე 133.2%-ით (305.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.2% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.1% მოდიოდა.

ამასთან, 2022 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.8 მლნ აშშ დოლარი (90.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის დეკემბერის (33.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5%-ით მეტია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო