ვალერი გელბახიანი - მიხეილ სააკაშვილს „ხალხის ძალის“ მტკიცებულებაზე გაეცინა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, 17 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებას, ან სასჯელისგან გათავისუფლებას ეხება, უფლებადამცველები შუამდგომლობას დააყენებენ, რომ მოწმეების დაკითხვა 30 წუთი გაგრძელდეს.

მისივე თქმით, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ მათი შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ამ შემთხვევაში სასამართლო პროცესები სამ სხდომაში დასრულდება.

„ნაცვლად უსასრულობისა, ვფიქრობთ, ჩვენ სამ სხდომაში ჩავეტევით, რომ მთლიანად პროცესი დავასრულოთ. რეგლამენტით განისაზღვროს, რომ რა დროც უნდა დასჭირდეს თითოეული ექსპერტის გამოკითხვას, ის 30 წუთს არ უნდა სცილდებოდეს. ჩვენ 5-6 მოწმეს ხვალ დავკითხავთ. აქამდე მოწმეების დაკითხვის უფლება ორივე მხარეს ჰქონდა, ახლა მოწმეების დაკითხვის უფლებას ჩვენ არ ვიტოვებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ავთენტურობა უნდა დადასტურდეს. ექსპერტებთან მხოლოდ ერთი კითხვა გვექნება, არის თუ არა მათი დასკვნა ავთენტური“, - აცხადებს გელბახიანი.

როგორც ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განმარტა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს „ხალხის ძალის“ განცხადებაზე გაეცინა.

მიხეილ სააკაშვილს „ხალხის ძალის“ მტკიცებულებაზე გაეცინა და თქვა, რომ საკუთარი თავის სრული ლუსტრაციააო. ის, რაც თქვა პუტინმა, იმ კონტექსტის და ნარატივების გაგრძელებაა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო