მანანა ჯებაშვილი - ანდრეი კასიანოვს სერიოზული მიზნები გააჩნია, რომ სააკაშვილი ამ საშინელი მდგომარეობიდან დაიხსნას

საქართველოს გასტროენტეროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის მანანა ჯებაშვილის განცხადებით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ანდრეი კასიანოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად სერიოზული მიზნები აქვს. ამის შესახებ მანანა ჯებაშვილმა კასიანოვთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამედიცინო ასოციაციების ხელმძღვანელებს გვქონდა შეხვედრა ანდრეი კასიანოვთან. მას მოვახსენეთ ობიექტური ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ის საკმაოდ ინფორმირებულია, მაგრამ დეტალები დაგვაზუსტებინა, რაც ზედმიწევნით კარგად ვიცოდით, ვინაიდან ყველა სასამართლო სხდომას დავესწარით, სადაც ამერიკელი ექიმები დაიკითხნენ. ასევე, ვიცნობთ ყველა კონსილიუმის დასკვნასა და სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნებს. ამდენად, სრული ინფორმაცია მივაწოდეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მას აქვს სერიოზული გეგმები ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენს ობიექტურ ინფორმაციას აუცილებლად გამოიყენებს სხვადასხვა დონეზე, სადაც დადგება ეს საკითხი გადასაჭრელად. ეს იყო ჩვენი შეხვედრის მიზანი, მან ძალიან საინტერესო აზრები გამოთქვა და სერიოზული მიზნები გააჩნია, რომ სააკაშვილი დაიხსნას ამ საშინელი მდგომარეობიდან, რომელიც მას ამ წუთში აქვს. მას აქვს ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ გადაარჩინოს სააკაშვილი“,- განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო