ვილი პაჭკორია - უკრაინის საელჩოს პოზიცია არის ერთგვაროვანი, ყველა ღონეს იხმარენ, რათა მათი მოქალაქის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე გადარჩეს

უკრაინის საელჩოს პოზიცია არის ერთგვაროვანი და ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რათა მათი მოქალაქის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე გადარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ვილი პაჭკორიამ უკრაინის საელჩოში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც ქართველმა ექიმებმა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ანდრეი კასიანოვს ვოლოდიმირ ზელენსკისადმი განკუთვნილი ოფიციალური მიმართვა გადასცეს, რომელშიც ისინი უკრაინის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაში დახმარებას სთხოვენ.

როგორც პაჭკორიამ აღნიშნა, უკრაინის საელჩო “ყველა ღონეს მიმართავს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით გადაიყვანონ უცხოეთის მაღალკვალიფიცირებულ კლინიკაში სამკურნალოდ, სარეაბილიტაციოდ და სადიაგნოსტიკოდ”.

“დასრულდა ჩვენი შეხვედრა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან და უკრაინის კონსულთან, სადაც ჩვენ, ექიმებმა დეტალურად გავაცანით მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ავუხსენით, თუ რა მოსალოდნელი გართულებები შეიძლება მოჰყვეს მის მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ექიმებმა გადავეცით უკრაინის საელჩოს ოფიციალური მიმართვა უკრაინის პრეზიდენტის სახელზე, სადაც ქართველი ექიმები ვითხოვთ დახმარებას უკრაინის პრეზიდენტისგან, რათა გადავარჩინოთ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე”, - განაცხადა ვილი პაჭკორიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო