მიხეილ სარჯველაძე - კიდევ სადღა უნდა დაეშვას, რომელი ფსკერის რეკორდი უნდა დაამყაროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“?! გაუგონარი ამბები ხდება

კიდევ სადღა უნდა დაეშვას, რომელი ფსკერის რეკორდი უნდა დაამყაროს "ნაციონალურმა მოძრაობამ"?! გაუგონარი ამბები ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა არჩევნებს გამოეხმაურა.

სარჯველაძის თქმით, დაპირისპირება იმდენად ცხადია, რომ პარტია იმავე სახითა და ფორმით არსებობას ვეღარ გააგრძელებს და შიდა არჩევნებში დამარცხებულ ნაწილს მისი დატოვება მოუწევს.

"არ მგონია სერიოზული იმის განხილვა, რომ ამ პარტიის მიერ შიდა არჩევნების ჩატარების შემდეგ, ისინი ზუსტად იმავე ფორმითა და სახით შეძლებენ პოზიციების შენარჩუნებას ქართულ პოლიტიკაში. იმდენად გაღრმავებულია დაპირისპირება და კონფლიქტი ჯგუფებს შორის, რომ შეუძლებელი იქნება იგივე ატმოსფეროს შენარჩუნება. მე არ მგონია, თუნდაც შანსის ნატამალია იმისა, რომ იგივე სახით განაგრძოს ამ პარტიამ ფუნქციონირება. როგორც ჩანს დამარცხებულ ნაწილს მოუწევს პარტიის დატოვება და ახალი პოლიტიკური სივრცეების ძიება.

რიტორიკული კითხვაა, მაგრამ საინტერესოა - კიდევ სადღა უნდა დაეშვას, რომელი ფსკერის რეკორდი უნდა დაამყაროს? გაუგონარი ამბები ხდება, ეს არ არის უბრალოდ შეხედულებების ჭიდილი, აზრთა სხვადასხვაობა, რომლითაც დიდი ხნის განმავლობაში ნიღბავდნენ იქ არსებულ კრიზისებს. შეხედულებების სხვაობა კი არა, დაფინანსების წყაროებისთვის გააფთრებულ ბრძოლას ვადევნებთ თვალს,"- განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო