დენის შმიგალი - უკრაინა ევროკავშირისგან 18-მილიარდიანი დახმარების ფარგლებში პირველ, 3-მილიარდიან ტრანშს მიმდინარე კვირაში მიიღებს

უკრაინა ევროკავშირისგან დაპირებული 18-მილიარდი ევროს მოცულობის მიკროფინანსური დახმარების პაკეტის პირველ, 3-მილიარდიან ტრანშს მიმდინარე კვირაში მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თანხა ქვეყნის მაკროფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი.

„უკრაინამ და ევროკავშირმა ახლახან მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს 18 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით. ამ კვირაში 3 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანშს ველით. ეს ხელს შეუწყობს მომავალში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას“, - წერს შმიგალი „ტვიტერზე“.

ამასთან, ჯერჯერობით არ გამოცხადებულა როდის იგეგმება მომავალი ტრანშების მიღება.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დეკემბერში დაამტკიცა. თანხას უკრაინა 2023 წლის განმავლობაში მიიღებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს