გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 იანვარს 11:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

მათი ცნობით, 12:00-დან 13:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, სელექცია, მილისწყარო, წეროვანი, ნატახტარი. 12:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ქ.მცხეთაში არმაზის, გიორგობიანის, აღმაშენებლის ქუჩებზე, სოფლებში ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი, ქსანი, ძველი ქანდა, ციხედიდის და შიომღვიმის ტერიტორიებზე.

11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახატანი, შინდიანა, ჭოპორტი, ბიწმენდი. 11:00-დან 13:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ოძისი, ბაქაქურები, თვაურები, ხოლო 15:00-დან 18:00 საათამდე - მომხმარებლებს დუშეთში სტალინის, რუსთაველის, ფარნავაზის, მ. კოსტავას, არაგვისპირელის, ერისთავის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში კობიაანთკარი, სულიკიანთკარი, მთვარელიანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო