ლევან იოსელიანმა და ალექსანდრე ელისაშვილმა გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე ისაუბრეს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების" წევრები ლევან იოსელიანი და ალექსანდრე ელისაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პიტერ ფიშერს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის საკითხები განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან იოსელიანმა გერმანელ დიპლომატს პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით პარტია „მოქალაქეების" ხედვა გააცნო. მისი თქმით, გერმანიის ელჩთან შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლებიც დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით არის შექმნილი და რამაც შესაძლოა, ქვეყანას ხელი შეუშალოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში.

„გერმანიის ახლად დანიშნული ელჩი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით დაინტერესდა. პიტერ ფიშერს ჩვენი ხედვა გავაცანით, ასევე რეგიონული უსაფრთხოებისა და უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხები მიმოვიხილეთ", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

პარლამენტის წევრების და გერმანელი დიპლომატის შეხვედრას ელჩის მოადგილე, ტანია ჰუტი დაესწრო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო