ნიკოლოზ სამხარაძემ და რუმინეთის ელჩმა საპარლამენტო ურთიერთობის  საკითხზე ისაუბრეს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რეზვან როტუნდუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები და 2023 წლის აქტივობები, ასევე რუმინეთის, როგორც ნატო-ს ახალი საკონტაქტო საელჩოს პრიორიტეტები მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

“მხარეებმა განიხილეს საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი და მისი მნიშვნელობა როგორც რეგიონის, ისე მთლიანად ევროკავშირის ენერგო-უსაფრთხოებისთვის.

შეხვედრისას მიმოიხილეს უკრაინაში არსებული რუსული აგრესია და მისი გავლენა, როგორც რეგიონის, ასევე ზოგადად გლობალურ უსაფრთხოებაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში