„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სპორტის ქომაგებისთვის ახალი ბარი გაიხსნა

სპორტის მოყვარულთათვის თბილისში სპორტული ბარი “ტრიბუნა" გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათი ცნობით, სპორტის ქომაგებს აქ საკუთარი რჩეული გუნდებისა და სპორტსმენების გულშემატკივრობა გემრიელი წასახემსებლის ფონზე შეუძლიათ.

ბარის დამფუძნებლებმა „აწარმოე საქართველოს“ სესხის უზრუნველყოფის პროგრამით ისარგებლეს და სააგენტოს განმარტებით, ქართველი მომხმარებლის საკვებისა და სპორტის ირგვლივ გაერთიანებას შეუწყეს ხელი.

„კომპანიის მიზანია, „ტრიბუნა" ქართველი მომხმარებლისთვის სპორტის საყურებელ საუკეთესო ადგილად იქცეს. მომავალში ვგეგმავთ დამატებით ორი რესტორნის გახსნას და სამუშაო ადგილების გაზრდას. ასევე, კულტურის წამახალისებელ კომპანიებთან სტრატეგიული თანამშრომლობით ვაპირებთ, მომხმარებელს შევთავაზოთ ისეთი ქომაგობის პლატფორმა, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებული იქნება სტადიონზე თამაშის ყურებასთან", - განაცხადა „ტრიბუნას“ თანადამფუძნებელმა გიორგი ტალახაძემ.

ამასთან, „აწარმოე საქართველოში განმარტავენ, რომ კომპანიის მთავარ მოტივაციას ინოვაციური საკვები კონცეფციების შექმნით, ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს.

სპორტის სხვადასხვა სახეობის პირდაპირი ტრანსლაციების გარდა, აქ შეგიძლიათ ე.წ Comfort food-ის კატეგორიის საკვების დაგემოვნება.

„ადამიანებს, ვისაც ბიზნესის წამოწყება სურთ, ვურჩევთ იყვნენ მუდმივი ძიებისა და ექსპერიმენტების გამოცდის პროცესში, სანამ არ მიაღწევენ დასახულ მიზანს", - განაცხადა გიორგი ტალახაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო