კრემლი - თურქეთის პრეზიდენტთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა კიევის რეჟიმის დესტრუქციულ ხაზზე, რომელიც დასავლელი სპონსორების მხარდაჭერით საომარი მოქმედებების გაძლიერებას ეყრდნობა

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს განუცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება საომარ მოქმედებებს აძლიერებს.

ამასთან, როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ლიდერმა თურქ კოლეგას უთხრა, რომ მართლმადიდებლური შობის პერიოდისთვის რუსეთის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე ოფიციალური კიევის უარი უკრაინის „ფარისევლური პოლიტიკის“ მაგალითია.

„ვლადიმერ პუტინმა ყურადღება გაამახვილა კიევის რეჟიმის დესტრუქციულ ხაზზე, რომელიც დასავლელი სპონსორების მხარდაჭერით საომარი მოქმედებების გაძლიერებას ეყრდნობა“, - ნათქვამია რუსული მხარის განცხადებაში.

როგორც კრემლში აღნიშნავენ, თურქული მხარის ინიციატივით, რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენები პირველ რიგში დაჭრილ პატიმართა გაცვლის საკითხს შეეხებიან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო