გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს სურს, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის რუსეთის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა დაეკისროს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანალენა ბერბოკს სურს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომზე საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით პასუხისმგებლობა დაეკისროს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში გამოსვლისას განაცხადა.

ბერბოკმა აღნიშნა, რომ უკრაინის ფარგლებს გარეთ არსებული სასამართლო უნდა დაეყრდნოს უკრაინის სისხლის სამართლის კანონს. ტრიბუნალს უნდა შეეძლოს გამოძიება და რუსეთის ხელმძღვანელობის გასამართლება.

ბერბოკის თქმით, გასულ კვირას ხარკოვში ვიზიტის დროს, თავის უკრაინელ კოლეგას, დიმიტრო კულებას ასეთი შესაძლებლობის შექმნის შესახებ ესაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამას დაემატოს საერთაშორისო კომპონენტი. მაგალითად, უკრაინის ფარგლებს გარეთ პარტნიორების, საერთაშორისო პროკურორებისა და მოსამართლეების ფინანსური მხარდაჭერით შეიძლება გაძლიერდეს აღნიშნული სასამართლოს მიუკერძოებლობა და ლეგიტიმურობა.

"სპეციალური დაწესებულება არ არის სრულყოფილი გადაწყვეტილება, თუნდაც ჩემთვის, მაგრამ მიზეზი იმისა, თუ რატომ გვჭირდება ეს სპეციალური ინსტიტუტი, არის ის, რომ ჩვენს საერთაშორისო კანონმდებლობაში ამჟამად ხარვეზია", - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო