უკრაინამ ალექსანდრე ორჯონიკიძესა და შოთა აფხაიძეს სანქციები დაუწესა

უკრაინის მიერ სანქცირებულ რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის 198 მოქალაქეს შორის არიან რუსეთის მოქალაქეები: ბიზნესმენი ალექსანდრე ორჯონიკიძე და „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებელი, შოთა აფხაიძე.

როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 15 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სანქციებს აწესებს 198 ადამიანის, მათ შორის, რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ.

სიაში, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადებით, მოხვდნენ რუსი და უკრაინელი კულტურის მოღვაწეები, უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატები, ბლოგერები და ჟურნალისტები, მათ შორის რუსული სახელმწიფო არხები.

სანქცირებულ ადამიანებს შორის არიან რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ორჯონიკიძე და ასევე რუსეთის მოქალაქე შოთა აფხაიძე.

უკრაინის პრეზიდენტის განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია და ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო