მედია - ანკარა ერევანთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ მეხუთე მოლაპარაკებისთვის ემზადება

თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი გრძელდება და ანკარა ამ მიმართულებით გულწრფელ ძალისხმევას მიმართავს. ამის შესახებ თურქულ სააგენტო Anadolu-ს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროებმა განუცხადეს.

მათივე ცნობით, ნორმალიზაციის ინიციატივების ფარგლებში უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები, როგორიცაა: პირდაპირი ფრენების აღდგენა, პირდაპირი საჰაერო ტვირთების ბარიერების მოხსნა.

წყაროები არ გამორიცხავენ, რომ მომავალ მოლაპარაკებებზე კიდევ რამდენიმე საკითხი დადგეს, მათ შორის ორმხრივი ვაჭრობის აღდგენა.

ნორმალიზაციის მეხუთე მოლაპარაკების თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული, მაგრამ ანკარას თქმით, მათ გამართვამდე რამდენიმე ორმხრივი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. მოლაპარაკებების გამართვა თურქეთში ან სომხეთშია მოსალოდნელი.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?