პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი - მემუქრებიან, რომ თუ ისევ გავაგრძელებ სააკაშვილის სიცოცხლეზე ხმამაღლა საუბარს, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება - მუქარა ოფიციალურ საუბარში გაისმა

მე მემუქრებიან, რომ თუ ისევ გავაგრძელებ სააკაშვილის სიცოცხლეზე ხმამაღლა საუბარს და საქართველოს სიტუაციაზე საუბარს, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგოჟეტა გოშევსკამ განაცხადა.

მალგოჟეტა გოშევსკას თქმით, აღნიშნული მუქარა ოფიციალურ საუბარში გაისმა.

"მე არ მეშინია იმ მუქარის, რომელიც ისმის ჩემი მისამართით. მე მემუქრებიან, რომ თუ ისევ გავაგრძელებ პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის] სიცოცხლეზე ხმამაღლა საუბარს და საქართველოს სიტუაციაზე საუბარს, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება. ასეთი საფრთხე, ასეთი მუქარა მოისმინა ჩვენმა ელჩმა, რომელსაც პირდაპირ განუცხადეს ეს. მე მაგალითად, არ მაქვს რუსეთში და ბელარუსში შესვლის საშუალება ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და თუ ამ ქვეყნებს დაემატება საქართველო, აქ ყველაფერი ნათელი იქნება... ასეთი მუქარა იყო ფორმალურ საუბარში, რომელიც ჩაატარეს პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან, ბატონ მაშკიევიჩთან. ოფიციალურ საუბარში გაისმა ეს მუქარა. მე იმედი მაქვს, აქამდე არ მივა საქმე. მინდა, საქართველო დაბრუნდეს ნორმალურ წრეზე და გვქონდეს საშუალება, რომ მოვინახულოთ პოლიტიკური პატიმრები. მე წლების განმავლობაში ვნახულობდი ციხეში ყოფილ პრემიერს, ბატონ ვანო მერაბიშვილს. მაშინ მქონდა ამის საშუალება, ახლა არ მაქვს ამის საშუალება და რამდენჯერმე სააკაშვილის ნახვაზე უარი მითხრეს, ასევე უარი მითხრეს გვარამიას მონახულებაზე“, - განაცხადა მალგოჟეტა გოშევსკამ „ფორმულასთან“, რომლის ინტერვიუს თარგმანიც ამავე ტელეკომპანიას ეკუთვნის.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება