საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, ირაკლი ქარქაშაძეს მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი, მათ შორის ავიაციის სფეროში მუშაობის შვიდ წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს.

„ირაკლი ქარქაშაძეს გავლილი აქვს ავიაციის ინდუსტრიაში წამყვანი კრემსის (ავსტრია) უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა (MBA) საავიაციო მენეჯმენტში. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორი, სადისერტაციო ნაშრომი - „ავიაკომპანიის ლოგისტიკის მენეჯმენტის ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია“; ასევე - პარიზის SKHEMA ბიზნეს სკოლის საერთაშორისო მარკეტინგის და ბიზნეს განვითარების მაგისტრი. ფლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამრეწველო ინჟინერიის და მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხს. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ნიუ იორკის Candor High School-ში.

ირაკლი ქარქაშაძეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორად დანიშვნამდე, ქუთაისის მერის მოადგილის პოზიცია ეკავა, სადაც მის საკურატორო სფეროებში სხვა მიმართულებებთან ერთად ტურიზმი და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები შედიოდა“, - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, მთავარი მიზანი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გაძლიერებაა, რომელიც განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

„საქართველოს აეროპორტებს ახალი შესაძლებლობები სჭირდება. ჩვენ უნდა ვიყოთ ხიდი ქართულ საავიაციო ინდუსტრიასა და გლობალურ ბაზრებს შორის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას, როგორც კომერციულად მომგებიანი ბიზნესის და რა თქმა უნდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელსაც დიდი პოტენციალი და მომავალი გააჩნია. ეს პროცესი იქნება თანმიმდევრული, სისტემური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მომიჯნავე უწყებების ჩართულობით შევძლებთ, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ავიაციის ინდუსტრია საქართველოში და ხელი შევუწყოთ ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას. ჩემი მთავარი მოტივაცია იქნება, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია მოვიზიდოთ, რადგან მეტი პირდაპირი რეისი და ფრენა ნიშნავს მეტ ტურისტს, რაც ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახალი დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე კომპანიის თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა პირადად გააცნო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ღია კონკურსის წესით შეირჩა.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო