ავსტრალიის ღია პირველობის ტურნირზე  რუსეთისა და ბელარუსის დროშები აიკრძალა

ავსტრალიის ღია პირველობის ჩოგბურთის ტურნირზე, კორტზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რუსეთისა და ბელარუსის დროშები აიკრძალა.

მაყურებლებს თავდაპირველად უფლება ჰქონდათ მელბურნის პარკის კომპლექსში დროშები იმ პირობით მიეტანათ, თუ ტურნირის შეფერხებას არ გამოიწვევდნენ, მაგრამ ორგანიზატორებმა ეს გადაწყვეტილება სამშაბათს, მას შემდეგ რაც შეცვალეს, რაც გულშემატკივრებმა უკრაინელი კატერინა ბაინდლისა და რუს კამილა რახიმოვას შორის მატჩის დროს რუსეთის დროშა გამოფინეს.

უკრაინელი გულშემატკივრების განცხადებით, მათ პოლიცია და დაცვა გამოიძახეს. მათი თქმით, რუსი გულშემატკივრები ბაინდლს დასცინოდნენ.

„გავაგრძელებთ მოთამაშეებთან და გულშემატკივრებთან მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო გარემო ჩოგბურთით ტკბობისთვის", - ნათქვამია ტურნირის ორგანიზატორების განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო