პაატა მანჯგალაძე - ე.წ. ხალხის ძალამ თქვა, რომ დასავლეთს უნდა მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია - ამაში ვხედავ რუსულ ხელწერას, ადამიანი გაანადგურონ და სხვას დააბრალონ

გუშინ, „ქართული ოცნების“ სპეციალურმა დანაყოფმა, ე.წ. ხალხის ძალამ თქვა, რომ დასავლეთს უნდა მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია - ეს არის წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ქვეყანაში სასამართლო არ გვაქვს.

„გუშინ, „ქართული ოცნების“ სპეციალურმა დანაყოფმა, ე.წ. ხალხის ძალამ თქვა, რომ დასავლეთს უნდა მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია. ეს არის პრევენცია, ამაში ვხედავ რუსულ კვალს, ხელწერას, რომ ადამიანი გაანადგურონ, ამაზე კი არ აიღონ პასუხისმგებლობა, არამედ დააბრალონ სხვას. ეს არის წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. სასამართლო არ გვაქვს, შესაბამისად მოლოდინი არ მაქვს“,- აღნიშნავს მანჯგალაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო