„თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურ სივრცეში, წლის პირველი tech meetup-ი გაიმართა

„თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურ სივრცეში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით მეტი მრავალფეროვნებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, წლის პირველი tech meetup-ი გაიმართა.

„თიბისის“ ინფორმაციით, ჰაკათონი ტესტირების ავტომატიზაციის ეფექტურობასთან დაკავშირებული გამოწვევების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. გუნდებმა წარმოადგინეს თავისი იდეები და შექმნილი პირველადი ნიმუშები, სადაც საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო გადაწყვეტები მიიღეს.

„ჩვენ მიერ შექმნილი ინსტრუმენტები ემსახურება ორი მიმართულებით ეფექტურობის ამაღლებას. პირველი - აჩქარება, უფრო სწრაფად ვაკეთოთ ავტომატიზაცია, რასაც ვპასუხობთ ჩვენ მიერ შექმნილი კოდის ავტომატური გენერატორებით. მეორე - მდგრადობა და კოდის ხარისხი, სადაც ვიყენებთ ჩვენს მიერ შექმნილ კოდის ანალიზატორებს“,- ამბობს ალექსანდრე ისკონიანი, „თიბისის“ ხარისხის უზრუნველყოფის და ტესტირების ავტომატიზაციის გუნდის ხელმძღვანელი.

როგორც „თიბისიში“ აცხადებენ, „თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებას და აქტიურად ავითარებს.

„2019 წლიდან დიდი აქცენტი კეთდება ავტომატიზაციის მიმართულებაზე. „თიბისიში“ 300-ზე მეტი სისტემაა, რაც თავისთავად გულისხმობს ტექნოლოგიურ მრავალფეროვნებას (მობილური, დესკტოპ, ვებ, API). ამის გათვალისწინებით, ბანკში ხარისხის მიმართულებით 150-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც სტანდარტით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გარდა საკუთარ ხელსაწყოებს ქმნიან და ყოველდღიურად იყენებენ მათ მეტი ეფექტურობისა და მაღალი ხარისხის მისაღწევად.

ავტომატიზაციის მიმართულებით ინსტრუმენტების მრავალფეროვნებაა, თუმცა რაც არ უნდა კარგი ხელსაწყო იყოს, მაღალი ეფექტურობის მიღწევის მიზნით ამ ხელსაწყოების მორგება და დამატებით ხელსაწყოების შექმნა საჭიროა. „თიბისისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების ინიცირება, რომელიც ხელს უწყობს ბაზარზე ციფრული პროდუქტების გაუმჯობესებას, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება კი სწორედ ამ პროდუქტების სწრაფი განვითარების გარანტია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო