უკრაინას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე და სხვა მაღალჩინოსნები სტუმრობდნენ

აშშ-ის დელეგაცია, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩევლის მოადგილის, ჯონ ფაინერისა და პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, კოლინ კალის ხელმძღვანელობით, 16 იანვარს უკრაინას ეწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ამერიკული დელეგაციის წევრები შეხვდნენ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს, თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, ვიცე-პრემიერს ალექსანდრე კუბრაკოვს და Ukrenergo-ს აღმასრულებელ დირექტორს, ვოლოდიმირ კუდრიცკის.

„როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობამ შთააგონა მსოფლიო. ვამაყობ უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების ცალსახა მხარდაჭერით. აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები მთელ მსოფლიოში უკრაინის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, დემოკრატიის, ღირსებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ ერთიანი რჩებიან“, -წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი „ტვიტერზე“.

მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, ოლექსი რეზნიკოვთან შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რაც საჭიროა უკრაინის უსაფრთხოებისა და დიპლომატიური მხარდაჭერის გასაძლიერებლად, რუსეთზე ზეწოლის გაზრდისთვის და სასტიკ დანაშაულებში მონაწილე პირებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო