ვილი პაჭკორია სააკაშვილზე - დღითიდღე შესაძლებელია ველოდოთ დამძიმებას და გამოსავალი ძალიან ცუდი იქნება - ნუ მივიყვანთ პროცესს იმ მდგომარეობამდე, რომ მძიმე პაციენტს უცხოეთის კლინიკებმა ვერ უშველოს

საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტის, ვილი პაჭკორიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესები, პაციენტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უნდა დაჩქარდეს.

როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებით უცხოეთის მაღალკვალიფიცირებულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანონ.

„საქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები და ექიმები მოვუწოდებთ სასამართლოს იმისკენ, რომ რაც შეიძლება დააჩქაროს განხილვის პროცესი, რადგან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ითმენს. დღითიდღე შესაძლებელია ველოდოთ დამძიმებას და შემდგომში გამოსავალი იქნება ძალიან ცუდი და ნუ მივიყვანთ პროცესს იმ მდგომარეობამდე, რომ შემდგომ მძიმე პაციენტს ვერ უშველოს უცხოეთის კლინიკებმა. აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც სასამართლო პროცესები ჩატარდეს სწრაფი ტემპით და ა მიღებული იქნას პაციენტის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება, რადგან იგი დროულად გადაიყვანონ ჰუმანიტარული მიზნებით უცხოეთის მაღალკვალიფიცირებულ კლინიკაში სამკურნალოდ იქ, სადაც ადამიანური რესურსები და მატერიალური ტექნიკური ბაზა გააჩნიათ შესაბამისი სირთულის პაციენტის მართვისთვის”, - განაცხადა ვილი პაჭკორიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო