მეორადი სერტიფიცირებული ავტომობილების ახალი პორტალი Tegeta Approved შეიქმნა

მეორადი სერტიფიცირებული ავტომობილების ახალი პორტალი Tegeta Approved შეიქმნა. ინფორმაციას ამის შესახებ „თეგეტა ჰოლდინგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეორადი ავტომობილების ციფრული გაყიდვების ინოვაციური პორტალი Tegeta Approved-ზე „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Pulsar-ის გუნდის კოლაბორაციით შეიქმნა.

როგორც „თეგეტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახალი პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეარჩიოს და შეიძინოს მეორადი სერტიფიცირებული ავტომობილები. გარდა ამისა, ციფრულ პორტალზე არსებული მანქანების გაყიდვა და ჩანაცვლებაც შესაძლებელია.

Tegeta Approved-ზე განთავსებული თითოეული ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაშია, სრულყოფილად არის შემოწმებული „თეგეტა მოტორსის“ ექსპერტების მიერ, შეფასებულია 150-პუნქტიანი სისტემით და მოჰყვება ერთიდან ხუთ წლამდე გარანტია. Tegeta Approved-ის ავტოპარკი დაკომპლექტებულია აუქციონსა და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი, სუფთა ისტორიის მქონე, 7 წლამდე ასაკის ავტომობილებით, რომელთა მაქსიმალური გარბენი 160 000 კმ-ია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„Tegeta Approved“-ის დირექტორის ლაშა ფეიქრიშვილის თქმით, საქართველოში მეორადი ავტომობილების ბაზარი საკმაოდ ქაოსურია.

„მომხმარებელს აქვს ორი არჩევანი: თავად ჩამოიყვანოს ან ადგილობრივ ბაზარზე შეიძინოს, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ აქვს გარანტია, რომ ავტომობილი ნამდვილად გამართულია. „თეგეტა ეფრუვდით“ მანქანის ყიდვას ის უპირატესობა აქვს, რომ აქ შეძენილი ავტომობილი შემოწმებული და ხარისხიანია. მომხმარებელს აღარ უწევს ზედმეტი ხარჯის გაღება და სხვადასხვა დეტალის შესამოწმებლად სიარული. „თეგეტა ეფრუვდის“ მომხმარებლებს ვუქმნით შესაძლებლობას, რომ მეორადი ავტომობილები სრულიად განსხვავებული მიდგომით შეიძინონ - მათთვის სასურველი მანქანა შეარჩიონ ვებ-გვერდზე, ადგილზე დეტალურად დაათვალიერონ, ტესტრდაივზე გამოცადონ და ყიდვის შემდეგ საგარანტიო მომსახურებითა და საკონსულტაციო სერვისით ისარგებლონ“, - განაცხადა ფეიქრიშვილმა.

Tegeta Approved-ის მოწინავე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პლატფორმა Pulsar-ის გუნდთან თანამშრომლობით შეიქმნა. პლატფორმა ასევე მოიცავს მონაცემების დამუშავების ისეთ მიდგომას, რომელიც თითოეულ მომხმარებელზე მორგებულ სერვისს ქმნის.

„თეგეტასა“ და ჩვენი თანამშრომლობის შედეგად შევქმენით მომხმარებელზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც ცვლის მეორადი ავტომობილის ყიდვის, გაყიდვისა და გადაცვლის გამოცდილებას. პლატფორმის უპირატესობა ორი გუნდის გამოცდილების სინთეზია. ერთი მხრივ, „თეგეტა“, როგორც ბაზრის ლიდერი ავტოინდუსტრიაში არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში და მეორე მხრივ, პულსარის გუნდი, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის ლიდერი საერთაშორისო პროდუქტის შექმნის ექსპერტიზით“, - განაცხადა Pulsar-ის თანადამფუძნებელმა სოფო ჭყოიძემ.

მომხმარებელს Tegeta Approved-ის პორტალზე სასურველი მოდელის შერჩევა შეუძლია, რომლის ვინკოდის გადამოწმება და ავტომობილის ისტორიის გაცნობა უფასოდაა შესაძლებელი.

„შეიძინე ონლაინ“ ღილაკზე დაწკაპუნებით აფიქსირებთ, რომ დაინტერესებული ხართ მისი შეძენით, რის შემდეგაც გიკავშირდებათ კომპანიის წარმომადგენელი, გიჯავშნით ვიზიტს და შოურუმში ნახულობთ შერჩეულ ავტომობილს. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მანქანის ტესტდრაივზე გამოცდა თბილისში, ნებისმიერ სასურველ ლოკაციაზე. შეძენისას თანხას გადაიხდით ადგილზე, უნაღდო ანგარიშსწორებით ან შეგიძლიათ, ისარგებლოთ ბანკისა და ლიზინგის ექსკლუზიური პირობებით. ავტომობილის გასაყიდად ან ძველის ახლით ჩასანაცვლებლად მოთხოვნას არეგისტრირებთ „თეგეტა ეფრუვდის“ პლატფორმაზე, რის შემდეგაც გიკავშირდებათ შესყიდვების მენეჯერი და გინიშნავთ ვიზიტს. ავტომობილის ჩაბარების შემთხვევაში, ის უნდა იყოს მაქსიმუმ შვიდი წლის და გავლილი არ უნდა ჰქონდეს 160 000 კმ-ზე მეტი. შოურუმში ავტომობილის მიყვანისას ექსპერტები განსაზღვრავენ მის საბაზრო ღირებულებას და თანხას ჩაგირიცხავენ შეფასებიდან ერთ სამუშაო დღეში. თუ ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლება გსურთ, ამ შემთხვევაში ავტომობილის წლოვანებასა და გარბენში შეზღუდვა არ გექნებათ. ახალ ავტომობილს სრულად გამოაკლდება ძველის თანხა და მხოლოდ სხვაობის დამატება მოგიწევთ. „თეგეტა ეფრუვდის“ ავტომობილებს მოჰყვება მინიმუმ ერთწლიანი გარანტია, რომელიც ვრცელდება ძრავაზე, გადაცემათა კოლოფსა და ხიდებზე. მომხმარებელს საგარანტიო ვადის გახანგრძლივება შეუძლია ყოველი 30 000 კმ-ის გავლის შემდეგ იმ დრომდე, სანამ ავტომობილი, ჯამში, 190 000 კმ-ს არ გაივლის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო