ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს - 1%-იანი პარტია ხარ, 5 კაცით შეხვედი პარლამენტში და ბოლოს შენ და პაატა შემორჩით ერთმანეთს

ასეთი პოპულისტი რომ ხარ, იმიტომაა, რომ 5 კაცით შემოხვედი პარლამენტში. 1%-იანი პარტია ხარ. 5 კაცით შეხვედი პარლამენტში და ბოლოს შენ და პაატა შემორჩით ერთმანეთს, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.

ვაშაძემ და ზარქუამ სხვადასხვა საკითხზე იკამათეს, მათ შორის, გიორგი ვაშაძემ სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმებულების დღეს არსებული ხელფასები 2012 წლისას შეადარა და ზარქუას ჰკითხა, ქვეყნის ბიუჯეტი თუ 3-ჯერ გაიზარდა, რატომ არ გაიზარდა აღნიშნული ადამიანების ანაზღაურებაც 3-ჯერ.

ვაშაძის ამ განცხადების შემდეგ ზარქუამ მას პოპულისტი უწოდა.

„2012 წელს ბიუჯეტი იყო 8 მლრდ ლარი ახლა არის 24 მლრდ ლარი. ანუ, ბიუჯეტის მოცულობა 3-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად, კითხვაა მარტივი, რატომ არ გაიზარდა პოლიციელის ხელფასი 3-ჯერ, ექიმის ანაზღაურება 3-ჯერ. ბაგა ბაღების ხელფასები იყო 300 ლარი, ახლა არის 450. რატომ არ გაიზარდა 3-ჯერ? ახლა ათობით ათასი პოლიციელი, ათასობით მასწავლებელი გვისმენს და ისინი ტყუილის შესაძლებლობას არ მოგვცემენ. საგარეო ვალი 2012 წელთან შედარებით გაიზარდა. 29% იყო. რატომ აგეწვათ იცით ხელფასის საკითხი? კოორდინატორებს რომ უხდით ბიუჯეტიდან ფულს, ხელფასები ამიტომ ვერ გაიზარდა “,- განაცხადა ვაშაძემ.

ზარქუას თქმით კი, ვაშაძის პარტია 1%-იანი, ოპოზიცია კი არაკომპეტენტურია.

„ასეთი პოპულისტი რომ ხარ, იმიტომაა, რომ 5 კაცით შემოხვედი პარლამენტში. 1%-იანი პარტია ხარ. 5 კაცით შეხვედი პარლამენტში და ბოლოს შენ და პაატა შემორჩით ერთმანეთს. უსუსური, არაკომპეტენტური ოპოზიცია ხართ. ესაა სიმართლე“,- განაცხადა ზარქუამ.

ამასთან, წამყვანის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ დღევანდელმა ოპოზიციამ ხელისუფლება ოპოზიციაში გაუშვას, ზარქუამ თქვა - „ღმერთმა დაიფაროს საქართველო“.

„ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში? ეს, [ვაშაძე], ვინც ხელმოცარული პოლიტიკოსია, იაფფასიანი; მეორე ტიპი, ვინც რუსეთიდან იღებს დაფინანსებას და მესამე, რომელიც ჩახდილი ომობს? ეს „ტროიკა“ არის ხვალინდელი მომავალი?“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ამ განცხადების შემდეგ კი ვაშაძემ ზარქუას შემდეგნაირად მიმართა - „მე ვარ ხელმოცარული და შენ ხარ შემდგარი? ლაპარაკის მეტი რა გაგიკეთებია ქვეყანაში“. “

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს