უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 7 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 398 ბავშვი, დაიღუპა, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ანგარიშშია აღნიშნული.
„დაფიქსირებული სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეულია ფართო მოქმედების არეალის ასაფეთქებელი იარაღით, მათ შორის - მძიმე არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვითა და სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით“, - აცხადებენ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში.
გაერო-ს უფლებათა ოფისში მიიჩნევენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში დაღუპულთა რაოდენობა დადასტურებულ 7 031 შემთხვევაზე გაცილების მაღალია, რადგან ის ტერიტორიები, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, მიუწვდომელია. მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ფაქტების უმეტესობა, 6 536 შემთხვევა, უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაფიქსირდა.