სასწრაფო დახმარების ექიმებმა და მძღოლებმა, ხელფასის მატების მოთხოვნით, მორიგი აქცია გამართეს

სასწრაფო დახმარების ექიმებმა და მძღოლებმა, სახელფასო ანაზღაურების მატების მოთხოვნით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან, მორიგი აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხელფასის 10%-იანი ზრდა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან განხორციელდა, საკმარისი არ არის, რადგან მათი ანაზღაურება მიზერულია.

„მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, მთავრობას, რომ ჩვენთვის დღევანდელი სიტუაცია გაუსაძლისია. ჩვენ გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ და ამ ხელფასით ძალიან გვიჭირს 5-6 სულიანი ოჯახის შენახვა. ეს რამდენად უნდა შეისმინონ და დათმობაზე წამოვიდნენ“, - განაცხადა უმცროსმა ექიმმა, გიორგი ბოსტოღანაშვილმა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, ლავრენტ ალანიას განცხადებით, ხელფასის 10%-იანი ზრდა ღირსეულ სამუშაო პირობებს არ შეესაბამება.

როგორც ალანია აღნიშნავს, სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს დამატებითი სამუშაო დღეების აღება აეკრძალათ, რაც ასევე, პრობლემას წარმოადგენს.

"ესენი მორიგეობას იმატებდნენ, რომ მეტი ხელფასი ჰქონოდათ, მაგრამ ხელმძღვანელობამ, გაბრაზებულ ნიადაგზე, მათ ზედმეტი სამუშაო დღეები უკრძალა. ანუ, შესაბამისად, ხელფასის 10%-იანი ზრდა დამატებითი სამუშაო დღეებზე უარმა ჩაყლაპა. ამან გამოიწვია პროტესტი და ეს გაგრძელდება. ნურავინ იფიქრებს, რომ ამ ადამიანებს რამე გააჩერებს," - განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო