ეკა სეფაშვილი - ლექციის არჩატარება იმას ნიშნავს, რომ ხალხს იმ აზრების მოსმენა არ სურს, რაც ლევან ბერძენიშვილმა შესაძლოა, განიხილოს - თუ ხალხს ამის მოსმენა არ სურს, თავისთავად ცხადია, ასეთი ლექცია არ უნდა წაიკითხოს

ლექციის არჩატარება იმას ნიშნავს, რომ ხალხს იმ აზრების მოსმენა არ სურს, რაც ლევან ბერძენიშვილმა შესაძლოა ლექციისას განიხილოს - თუ ხალხს ამის მოსმენა არ სურს, თავისთავად ცხადია, ასეთი ლექცია არ უნდა წაიკითხოს - როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რაღაც არ გაინტერესებთ და გეუბნებით: გინდა თუ არა, უნდა მომისმინო, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა ეკა სეფაშვილმა ყვარელში მომხდარი ინციდენტის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, ქართული კულტურისა და ისტორიის შესახებ ბერძენიშვილის პოზიციები საქართველოში უმრავლესობისთვის მიუღებელია და პროტესტი სწორედ ამის გამოხატულება იყო.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ლევან ბერძენიშვილს ეკუთვნის ძალიან შეურაცხმყოფელი განცხადებები საქართველოს ისტორიის იმ მონაკვეთის და იმ პიროვნებების შესახებ, რომელიც მთელი საქართველოსთვის და განსაკუთრებულად ამ კუთხის ხალხისთვის სიამაყის საფუძველს წარმოადგენს. ქართული კულტურის და ისტორიის შეურაცხყოფა ქართველი ხალხისთვის მიუღებელია. ეს არის გამოხატულება იმისა, რომ მის ამ პოზიციას აპროტესტებენ. რა თქმა უნდა, ფიზიკურ დაპირისპირებამდე და ისეთ აგრესიამდე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს, საქმე არ უნდა მივიდეს - ამას რა თქმა უნდა, არ ვემხრობით, თუმცა ადგილობრივ მცხოვრებლებს აქვთ უფლება იმისა, საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კულტურისა და ისტორიისადმი უპატივცემულობის გამოხატვის გამო.

აზრის გამოხატვის უფლება და თავისუფლება ადგილობრივ მცხოვრებლებსაც გააჩნიათ", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

15 იანვარს, ყვარელში, ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცა. ბერძენიშვილი ახალგაზრდებს "ევროკლუბში" უნდა შეხვედროდა, თუმცა მას "ალტ-ინფოს" წევრებმა გზა გადაუკეტეს და ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო