ავსტრალიის ღია პირველობაზე რუსეთისა და ბელარუსის დროშების აკრძალვას რუსეთი სპორტის პოლიტიზირებად აფასებს

ავსტრალიის ღია პირველობაზე რუსეთისა და ბელარუსის დროშების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება სპორტის მიუღებელი პოლიტიზირების კიდევ ერთი მაგალითია, - ამის შესახებ ავსტრალიაში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საელჩოს მტკიცებით, რუსი ჩოგბურთელების მიმართ „დისკრიმინაციული პოლიტიკა“ ხორციელდება.

„საკმაოდ ირონიულია, ავსტრალიის ჩოგბურთი პირობას დებს, რომ გააგრძელებს მუშაობას, რათა უზრუნველყოს „საუკეთესო გარემო ჩოგბურთით ტკბობისთვის“. მართლაც სამწუხაროა, რომ ტურნირის ორგანიზატორები იყენებენ აშკარა და საკმაოდ ამპარტავან პოლიტიკურ მანიპულაციას, რასაც ავსტრალიის ღია პირველობის ოდესღაც სამართლიანი თამაშის სულისკვეთებას სწირავენ“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ავსტრალიის ღია პირველობის ჩოგბურთის ტურნირზე, კორტზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რუსეთისა და ბელარუსის დროშები აიკრძალა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო