გიული ალასანია - სპეციალისტებმა ჩაატარეს გამოკვლევა, გაეცნენ მასალებს, დამატებით მოითხოვეს სხვა გამოკვლევები და მთელ იმ მასალაზე დაყრდნობით, რომელიც მიიღეს, გააკეთეს დასკვნები

სპეციალისტებმა ჩაატარეს გამოკვლევა, გაეცნენ მასალებს, დამატებით მოითხოვეს სხვა გამოკვლევები და მთელ იმ მასალაზე დაყრდნობით, რომელიც მიიღეს, გააკეთეს დასკვნები, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით ალასანიამ შეაფასა იმ საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტების შეფასებები, რომლებიც სასამართლო პროცესის დროს დაიკითხნენ.

“დღეს სასამართლოს წინაშე გამოვიდა ორთოპედი. წინა პროცესზე სხვადასხვა დარგის საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალები იყვნენ გამოსული. როდესაც მათ სთხოვენ ფიცის დადებას სასამართლოს წინაშე, მათ ფიცი უკვე დადებული აქვთ თავისი პროფესიონალიზმის გამო. ეს პროფესიონალიზმი მათთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თუ ის შეირყა, ისინი დაკარგავენ ყველაფერს და აღმოჩნდებიან ქუჩაში. სწორედ ამიტომ, ისინი ძალიან აფასებენ ამას”, - განაცხადა გიული ალასანიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო