ანდრეი კასიანოვი - ვახტანგ კიკაბიძე დიდი დანაკარგია როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის - მილიონობით უკრაინელი გაიხსენებს მას, როგორც ნამდვილ ადამიანს, უკრაინის ერთგულ მეგობარს

დღეს არის ტრაგიკული დღე, რადგან ვახტანგ კიკაბიძე დიდი დანაკარგია როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ჟურნალისტებს ქაშვეთის ტაძარში განუცხადა, სადაც ვახტანგ კიკაბიძის პანაშვიდი მიმდინარეობს.

„ბატონი ვახტანგ კიკაბიძე უკრაინის ერთგული მხარდამჭერი იყო. ის იყო პრინციპული კაცი, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ის იყო უკრაინის კარგი მეგობარი, ის იყო ადამიანი, რომელიც მუდამ მხარს უჭერდა უკრაინას. მე მას პირადად შევხვდი დეკემბრის დასასრულს. ჩვენ განვიხილეთ ბევრი საკითხი. ჩვენმა ჯარისკაცებმა ყველაზე რთული ფრონტის ხაზიდან მიმართეს მას ვიდეოს საშუალებით. მე შევეცადე მასთან პოზიტიურ საკითხებზე მესაუბრა და ვუთხარი, ბატონო ვახტანგ, ჩვენ გვჭირდება თქვენი ჯანმრთელად ყოფნა, რადგან ჩვენ გვჭირდება, გამარჯვების კონცერტის დაგეგმვა - უკრაინის გამარჯვების აღსანიშნავი კონცერტი მარიუპოლში წელს, 2023 წელს! მან გაიცინა, მას იუმორის კარგი გრძნობა ჰქონდა და თქვა : „ჩვენ ამას გავაკეთებთ!“. ის ყოველთვის ჩვენს მეხსიერებაში დარჩება და მილიონობით უკრაინელი გაიხსენებს მას, როგორც ნამდვილ ადამიანს, როგორც ნამდვილ ნიჭიერ ადამიანს და უკრაინის ერთგულ მეგობარს. ჩვენი, ყველა უკრაინელის მოვალეობაა, გვახსოვდეს ის, შევინახოთ მისი სახელი ჩვენს გულებში და მოვუყვეთ ჩვენს შვილებს, ჩვენს თაობებს ამ უზარმაზარი ადამიანის შესახებ, უკრაინელი ხალხის, უკრაინის მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს არის დიდი ტრაგედია და დანაკარგი როგორც ქართველი, ასევე უკრაინელი ერისთვის. ჩვენი ვალია, გვახსოვდეს ეს უზარმაზარი ქართველი, უზარმაზარი ადამიანი“, - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო