ფერმერთა სათათბიროს რეორგანიზაციის საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, მისი მთავარი საკონსულტაციო ორგანოს - ფერმერთა სათათბიროს რეორგანიზაციის საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას სათათბიროს წევრი 20-ზე მეტი სოფლის მეურნეობის სექტორული ასოციაციის, მთავრობის, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ფერმერთა სათათბირო, მისი წევრი სექტორული ასოციაციების გამოცდილებისა და ცოდნის გაერთიანებით, შესაძლებლობას შექმნის აგრარულ სექტორში არსებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზებზე აქტიური მუშაობა ერთობლივად მოხდეს. ასევე, სათათბიროს ჩართულობით დარგობრივ ასოციაციებს შესაძლებლობა ექნებათ, მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებშირეგულარულად ჩაერთონ და ოპერატიულად ითანამშრომლონ როგორც ერთმანეთთან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ახალი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ფერმერთა ასოციაციის მთავარ საკონსულტაციო ორგანოს თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რაც მნიშვნელოვანია როგორც ფერმერების, ასევე, ზოგადად აგროსექტორის განვითარებისთვის.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ფერმერთა სათათბირო 2017 წელს, მის წევრ ფერმერთა კენჭისყრის საფუძველზე დააფუძნა. ფერმერთა სათათბიროს მიზნებია: ფერმერთა ინტერესების დაცვა, მათი პრობლემატიკის განსაზღვრა, შესაძლო ალტერნატივების და/ან გადაჭრის გზების მოძიება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ასევე, მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებში დარგობრივი/სექტორული ასოციაციაციებისა და ფერმერების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში