გია ვოლსკი - ინციდენტს „ალტ-ინფო“ წამოეგება თუ სხვა, ეს შემთხვევის ამბავია - კახეთში ლევან ბერძენიშვილის მიერ ლექციის ჩატარება პროვოკაციული თემაა და დაპირისპირებას ითვალისწინებდა, ბერძენიშვილი პროვოკატორთა სამსახურში ჩადგა

ინციდენტს „ალტ-ინფო“ წამოეგება თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის შემთხვევის ამბავი - კახეთში ბერძენიშვილის მიერ ლექციის ჩატარება პროვოკაციული თემაა და დაპირისპირებას ითვალისწინებდა, ბერძენიშვილი პროვოკატორთა სამსახურში ჩადგა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ყვარელში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მიეცა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ყვარელში "ზუსტად ის მოხდა, რისთვისაც ეს ლექცია იგეგმებოდა."

"ლექციის ჩაშლას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ამ პროვოკაციაზე წამოეგო ადვილად კონკრეტული ადამიანების ჯგუფი. არამარტო კახელებისთვის, არამედ ზოგადად, საქართველოსთვის, ქართველებისთვის შეურაცხმყოფელი პოზიცია, რომელიც გააჩნია ლევან ბერძენიშვილს, არის რეალობა და ამ რეალობას ხშირად გაიმეორებენ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები მოხდეს. ამ ინციდენტს "ალტ-ინფო" წამოეგება თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის შემთხვევის ამბავი. რაც შეეხება კახეთში ლექციის ჩატარებას ლევან ბერძენიშვილის მიერ, ესეც რასაკვირველია პროვოკაციული თემაა, სულ რომ არ არსებობდეს "ალტ- ინფო", ეს პროვოკაციული თემაა და სწორედაც რომ ასეთ დაპირისპირებას ითვალისწინებდა ეს პროვოკაცია. ზუსტად მოხდა ის, რისთვისაც იგეგმებოდა ეს ე.წ. ლექცია. ფაქტია, რომ პროვოკაციის სუნი უდის ამას ყველაფერს და ლევან ბერძენიშვილი ჩადგა პროვოკატორთა სამსახურში.

უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება, ეს გითხრან იმ სტრუქტურებმა, რომლებიც ვალდებულები არიან გადაწყვეტილება მიიღონ ამასთან დაკავშირებით. საინტერესო ის არის, რომ ლექციის ჩაშლა კი არა, ლექტორების პანღურებით და ხელით ცემის გამოგდების ფაქტები ვიხილეთ ტელევიზიაში და არ დასმულა შეკითხვა, არის თუ არა გამოსაძიებელი ეს შემთხვევები, რომელიც სადისტური ქცევებით იყო გამორჩეული სტუდენტების მხრიდან ლექტორების მიმართ და ეს სტუდენტების ჯგუფის ქცევაც გარკვეულ ორგანიზებულობის ნიშნებს ატარებდა. ორმაგი სტანდარტი დამაზიანებელია. „ალტ-ინფოს" კიდევ მოვუწოდებ, რომ ნუ დაიჩემებს ქვეყნის კუთვნილებას (ნუ დაიჩემებს, რომ ქვეყანა მათ ეკუთვნით),"- განაცხადა ვოლსკიმ.

15 იანვარს, ყვარელში, ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცა. ბერძენიშვილი ახალგაზრდებს "ევროკლუბში" უნდა შეხვედროდა, თუმცა მას "ალტ-ინფოს" წევრებმა გზა გადაუკეტეს და ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024