ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - Leopard-ის ტანკებთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს და ვიმედოვნებ, გადაწყვეტილების მიღება მოხდება

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰაავისტოს განცხადებით, იმედი აქვს, უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ და რომ მისი ქვეყანა მზადაა, ამ მხარდაჭერაში საკუთარი როლი შეასრულოს.

„ამჟამად ჩვენ ინტენსიურ დისკუსიას ვაწარმოებთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორც ევროკავშირმა, სკანდინავიურმა ქვეყნებმა უკრაინის დასახმარებლად. Leopard-ის ტანკებთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს და ვიმედოვნებ, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდება და ფინეთი ნამდვილად მზადაა ამ მხარდაჭერაში თავისი როლი შეასრულოს“, - განაცხადა პეკა ჰაავისტომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.

შეგახსენებთ, გერმანიის მოკავშირეებმა ბოლო დროს გააძლიერეს ზეწოლა ქვეყნის კანცლერზე, ოლაფ შოლცზე, რათა უკრაინისთვის გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკების მიწოდება დაუშვას.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს