გია ვოლსკი - თუ დაიდება რეალური დოკუმენტები, რომ სააკაშვილს არადეკლარირებული ქონება და ფული აქვს, ვალდებულება არსებობს, რომ გამოძიება დაიწყოს და შეიძლება სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას

არავითარი საკვირველება არაა, რომ სააკაშვილს გააჩნდეს არადეკლარირებული ქონება, ისევე როგორც ფულადი რესურსები - თუ დოკუმენტები დაიდება, ვალდებულება არსებობს, რომ გამოძიება დაიწყოს და შეიძლება სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის ნოტარიული თანხმობით, გიული ალასანიამ ლიზა იასკოს შვილს კიევის ცენტრში ბინა გადაუფორმა.

ამასთან, ვოლსკის თქმით, გიული ალასანიას მილიონობით გადაფორმებული ქონება აქვს, რომელიც სააკაშვილმა თავის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გადასცა და ახლა ალასანია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ „პიარ- კამპანიაში უშველებელ თანხებს იხდის“.

„იყო ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილს გააჩნია ქონება და გამოქვეყნდა ამაზე მასალები აშშ- ში, ფლორიდაში იყო თუ არ ვცდები ეს ქონება. დარწმუნებული ვარ, ასეთი ქონება სააკაშვილს გააჩნია, მე მგონია, მაგრამ მხოლოდ ჩემი ეს ემოციური დამოკიდებულება ამ საკითხზე, კონკრეტული საბუთების გარეშე არაფერს ნიშნავს. რამდენადაც ვიცი, კონკრეტულმა ტელევიზიამ მიიღო ინფორმაცია სარწმუნო წყაროდან - უკრაინიდან, რომელიც საშუალებას აძლევს ამ თემაზე მოამზადოს სიუჟეტი. სიახლე არაფერი არ არის, სააკაშვილს გააჩნია ქონება, მის ოჯახს გააჩნია ქონება, დედამისს გააჩნია მილიონობით გადაფორმებული ქონება, რომელიც სააკაშვილმა თავის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გადასცა მას და უშველებელ თანხებს იხდიან პიარ-კამპანიისთვის, რომ სააკაშვილი მსხვერპლად გამოიყვანონ. არავითარი საკვირველება იმაში არ მდგომარეობს, რომ კიევის ცენტრში, ოდესაში ან ნებისმიერ სხვა ქალაქში სააკაშვილს კიდევ გააჩნდეს არადეკლარირებული ქონება, ისევე როგორც ფულადი რესურსები და არა მარტო იმ სივრცეში, რასაც უკრაინა და საქართველო ჰქვია. ამის რეალური დოკუმენტები თუკი დადებული იქნება, ვალდებულება არსებობს, რომ გამოძიება დაიწყოს და შეიძლება სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას ამ საკითხთან დაკავშირებით”, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო