გია ვოლსკი მალგოჟატა გოშევსკას განცხადებაზე - ისეთი ადამიანის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს ღიად უპირისპირდება და კონკრეტულ გეგმას ახორციელებს, რაც „ნაცმოძრაობის" გეგმის ნაწილია, შესაძლოა, ოფიციალური დიპლომატიური დემარში მოხდეს

არ ვიცი, რა უთხრეს პოლონეთის ელჩს მიღებაზე, მაგრამ ისეთი ადამიანის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს ღიად უპირისპირდება და უპირისპირდება არამარტო პოლიტიკური სიმპათიის საფუძველზე, არამედ კონკრეტულ გეგმას ახორციელებს, რა გეგმაც „ნაცმოძრაობის" გეგმის ნაწილია, შესაძლოა ოფიციალური დიპლომატიური დემარში მოხდეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის მალგოჟატა გოშევსკას განცხადებას, რომლის ინფორმაციით, მას ემუქრებიან, რომ საქართველოში შემოსვლის საშუალება არ ექნება.

ვოლსკიმ აქვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს არ ხდება და გოშევსკას განცხადება სინამდვილეს რომ შეეფერებოდეს, საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას გააკეთებდა.

ვოლსკის შეფასებით, პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს მიმართ დამაზიანებელ საქციელს ახორციელებს.

„მე არ ვიცი, რა უთხრეს ქალბატონ მალგოჟატა გოშევსკას, მაგრამ ფაქტია, რომ ის წლების განმავლობაში ხაზგასმით გარკვეულ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას. იმის მიუხედავად, რომ ის მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, სააკაშვილის გუნდის მიმართ სიმპათიას არ მალავს. სიმპათიის გამოხატვის გარდა, საგანგებო პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს პრინციპულად უპირისპირდება და რეალურად პოლიტიკური თუ დიპლომატიური კეთილგონიერების იმ სტანდარტს არღვევს, რომელიც კონკრეტულმა მაღალჩინოსანმა უნდა გამოიჩინოს", - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის, მალგოჟატა გოშევსკას განცხადებით, ემუქრებიან, რომ თუ ისევ გააგრძელებს სააკაშვილის სიცოცხლეზე ხმამაღლა საუბარს და საქართველოს სიტუაციაზე საუბარს, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ ექნება. მალგოჟატა გოშევსკას თქმით, აღნიშნული მუქარა ოფიციალურ საუბარში გაისმა.

„ასეთი საფრთხე, ასეთი მუქარა მოისმინა ჩვენმა ელჩმა, რომელსაც პირდაპირ განუცხადეს ეს. მე მაგალითად, არ მაქვს რუსეთში და ბელარუსში შესვლის საშუალება ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და თუ ამ ქვეყნებს დაემატება საქართველო, აქ ყველაფერი ნათელი იქნება... ასეთი მუქარა იყო ფორმალურ საუბარში, რომელიც ჩაატარეს პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან, ბატონ მაშკიევიჩთან. ოფიციალურ საუბარში გაისმა ეს მუქარა. მე იმედი მაქვს, აქამდე არ მივა საქმე. მინდა, საქართველო დაბრუნდეს ნორმალურ წრეზე და გვქონდეს საშუალება, რომ მოვინახულოთ პოლიტიკური პატიმრები. მე წლების განმავლობაში ვნახულობდი ციხეში ყოფილ პრემიერს, ბატონ ვანო მერაბიშვილს. მაშინ მქონდა ამის საშუალება, ახლა არ მაქვს ამის საშუალება და რამდენჯერმე სააკაშვილის ნახვაზე უარი მითხრეს, ასევე უარი მითხრეს გვარამიას მონახულებაზე“, - განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ „ფორმულასთან“, რომლის ინტერვიუს თარგმანიც ამავე ტელეკომპანიას ეკუთვნის.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო