გიული ალასანია - არ მაგონდება მეორე ქართველი, რომელიც ასეთი პოპულარული იყო - მეორე ბუბა არ იქნება, წარმოუდგენელია

მეორე ბუბა არ იქნება, წარმოუდგენელია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს ქაშვეთის ტაძარში განუცხადა, სადაც ვახტანგ კიკაბიძის პანაშვიდი მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, ბუბა კიკაბიძე საოცარი არტისტიზმით იყო დაჯილდოებული.

"მე არ მაგონდება მეორე ქართველი, რომელიც ასეთი პოპულარული იყო. ძალიან დიდი დანაკლისია. მეორე ბუბა არ იქნება, წარმოუდგენელია. განუმეორებელი შარმი, საოცარი მომხიბვლელი ღიმილით. საოცარი არტისტიზმით იყო დაჯილდოებული. სიკეთით სავსე იყო. ჩემი შვილისთვის ძალიან ახლო მეგობარი იყო. როდესაც დაიღუპა, ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ბოლოს როდესაც იყო სანახავად და გადიოდაო, კართან შეჩერდა, გამომხედა და მითხრა: "მიშა, ძალიან მიყვარხარო”, - აღნიშნა ალასანიამ.

ქაშვეთის ეკლესიაში ქართველი ხელოვანის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ხუთშაბათს, 19 იანვარს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბუბა კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო