ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო

2023 წლიდან 2026 წლამდე რუსულ არმიას ფართომასშტაბიანი ცვლილებები, კერძოდ, პერსონალის რაოდენობის ზრდა, ელოდება, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა მილიონნახევარ სამხედრო მოსამსახურემდე“, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადმინისტრაციული რეფორმების გატარების გარდა, გააძლიერებს საზღვაო, საჰაერო კოსმოსური და სტრატეგიული სარაკეტო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს.

სერგეი შოიგუმ ასევე ისაუბრა საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებით ჯარების დაკომპლექტების, ასევე საწვრთნელი პოლიგონების რაოდენობის გაზრდის, მათ შორის რუსეთის ე.წ. „ახალ ტერიტორიებზე“, მნიშვნელობაზე და ჯარის საჭიროებების შესაბამისად სასწავლო პროგრამების გადახედვის აუცილებლობაზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო