გია ვოლსკი - ალექსეი არესტოვიჩი თვითშეყვარებული პოლიტიკოსია, რომელიც მსოფლიოს მომავალ არქიტექტურაზე მსჯელობაში ავტორიტეტულობას ჩემულობდა - ადრე თუ გვიან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევდა და ეს მომენტიც დადგა

ალექსეი არესტოვიჩი თვითშეყვარებული პოლიტიკოსია, რომელიც მსოფლიოს მომავალ არქიტექტურაზე მსჯელობაში ავტორიტეტულობას ჩემულობდა - ადრე თუ გვიან მას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევდა და ეს მომენტიც დადგა, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თანამდებობიდან გადადგომას.

ვოლსკის შეფასებით, არესტოვიჩმა რუსული პიარისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რისი წინაპირობებიც მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებებით იკვეთებოდა.

„არესტოვიჩი ის პირი არ არის, ვინც განაპირობებს კიევის დამოკიდებულებას იმ საკითხების მიმართ, რომელიც საქართველოს ეხება. თავად პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამოკიდებულებაა იმდენად ნეგატიური, რომ ეს აზიანებს ორმხრივი ურთიერთობებს, პოლიტიკურ მიმართულებას მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პოლიტიკური თვალსაზრისითაც უკრაინასთან მიმართებაში აბსოლუტურად პირნათელია", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, - ამის შესახებ ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ. მინდა გაჩვენოთ ცივილიზებული ქცევის მაგალითი: ფუნდამენტური შეცდომა ნიშნავს გადადგომას“, - წერს არესტოვიჩი.

14 იანვარს რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია, რასაც, ბოლო მონაცემებით, 40-მდე ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა. უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. გონჩარენკოს განცხადებით, რადას რამდენიმე დეპუტატმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მიმართა, რადგან არესტოვიჩის განცხადება „სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმს აკმაყოფილებს”.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო