რელიგიის სააგენტო, რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული თანხის გადანაწილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, 2023 წელს, რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული 5 500 000 ლარიდან, საქართველოს ისლამური თემს - 3 350 000 ლარი, საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს - 1 000 000 ლარი, საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს - 650 000 ლარი, ხოლო საქართველოს იუდეურ თემს - 500 000 ლარი გაუნაწილდებათ.

როგორც რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის N117-ე (27.01.2014) დადგენილების თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაევალა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხის საქართველოში არსებული რელიგიური თემებისთვის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

„რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების (მრევლის, სასულიერო პირების, საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა) შესწავლის საფუძველზე, სააგენტომ მოამზადა რეკომენდაცია N 1/7. 13.01.2023 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე, საქართველოს კანონით „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული 5 500 000 (ხუთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, მიმდინარე წელს, რელიგიურ თემებს გაუნაწილდეთ შემდეგი ოდენობებით:

ა) საქართველოს ისლამური თემი - 3 350 000 (სამი მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ბ) საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი;

გ) საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

დ) საქართველოს იუდეური თემი - 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი“, - აღნიშნულია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო