გორის მერია მოქალაქეებისთვის სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და ერთჯერად ფულად დახმარებების გაცემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გორის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და ერთჯერად ფულად დახმარებების გაცემას 2023 წელსაც აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დახმარებები იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა სამედიცინო მომსახურების ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარების დახმარება კი დიფერენცირებულია სოციალური ქულების მიხედვით.

დახმარებებით სარგებლობა მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ.

„დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში (დოკუმენტის ბმული - http://matsne.gov.ge/ka/document/view/5692605?publication=0… ), ასევე ვებგვერდზე MS.GOV.GE.

გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამები:

ონკოლოგიური პაციენტების დახმარება

სამედიცინო კვლევა

წლის ლიმიტი - 500 ლარი

სტაციონარული მკურნალობა

წლის ლიმიტი - 500 ლარი

ონკოლოგიური ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნველყოფა

წლის ლიმიტი - 500 ლარი

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)

სამედიცინო კვლევა

წლის ლიმიტი - 500 ლარი

სტაციონარული მკურნალობა

წლის ლიმიტი - 500 ლარი

უფასო მედიკამენტებით ისარგებლებენ:ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით);

შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი) დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)

ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით);

ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ადამიანებს (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით);

თვალის ქრონიკული დაავადება (გლაუკომა) სამედიცინო კოდი H40 დან. – H42 ჩათვლით; H42* (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)

წლის ლიმიტი - 300 ლარი;

სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების სამედიცინო დახმარება -

იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანები, ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანები, დაუნის სინდრომის მატარებელი მოქალაქეები, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე ადამიანები, კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80), დაავადების მქონე

ჰიდროცეფალიით დაავადებული ადამიანები, ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული ადამიანები - წლის ლიმიტი - 500 ლარი;

აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1; F84.9;) ბავშვების (0-დან 18 წლამდე) სამედიცინო დახმარება - წლის ლიმიტი - 2000 ლარი;

სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება - II და III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარებისთვის საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი საცურაო აუზზე. (არაერთჯერადი ფულადი დახმარება; სარეიტინგო ქულა 0-დან 120 000-ის ჩათვლით;) - 300 ლარი;

ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების დაფინანსება - 350 ლარი;

ცელიაკიით (ICD K90.0) და ფენილკეტონურიით (ICD E70.0; E70.1) დაავადებული ადამიანების სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსება (არაერთჯერადი) -

1500 ლარი;

გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები:

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსება (სარეიტინგო ქულა: 0-დან 120 000 ჩათვლით; ფინანსდება სახელმწიფო გრანტის არ მქონე, 50% და 70% გრანტის მქონე სტუდენტი).

წელიწადში ერთხელ - 500 ლარი;

ოლიმპიურ სახეობებში საქართველოს ნაკრების მოქმედ, სოციალურად დაუცველი (ქულა: 0-დან 120 000 ჩათვლით) სპორტსმენების დახმარება

წელიწადში ერთხელ - 500 ლარი;

დედ-მამით ობოლი ბავშვებისა (0-დან 18 წლამდე) და იმ ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარება, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები.

წელიწადში ერთხელ - 1000 ლარი;

სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარება (მხოლოდ საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში)

წელიწადში ერთხელ - არაუმეტეს 5000 ლარისა (ზარალის რაოდენობის გათვალისწინებით);

საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახებისა და ომის მონაწილეების დახმარება

წელიწადში ერთხელ - 400 ლარი;

საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შშმ ვეტერანების დახმარება - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი) - 300 ლარი; მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების დახმარება ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით - 300 ლარი;

საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დახმარება "ვეტერანის დღესთან" დაკავშირებით (17 ოქტომბერი) – 200 ლარი; წლის განმავლობაში ვეტერანების დახმარება ჯამში შეადგენ 800 ლარს;

დახმარება მე-3 შვილის შეძენისას (სარეიტინგო ქულა 0 - დან 150 000 - მდე; სამივე შვილი 0-დან 18 წლამდე) - 300 ლარი; 4 შვილიანი ოჯახების დახმარება (ოთხივე შვილი 0-დან 18 წლამდე) - წელიწადში ერთხელ - 500 ლარი;

5 და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება (ყველა შვილი 0-დან 18 წლამდე)

წელიწადში ერთხელ თითო ბავშვზე - 200 ლარი;

ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესების დახმარება - წელიწადში ერთხელ - 1000 ლარი;

სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების დახმარება, რომელთაც ჰყავთ ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები (0-დან 18-წლამდე);

სარეიტინგო ქულა 0-დან – 70 000 ის ჩათვლით - 500 ლარი;

სარეიტინგო ქულა 70 000-დან – 100 000 ის ჩათვლით - 300 ლარი;

სარეიტინგო ქულა 100 000-დან – 150 000 ის ჩათვლით - 200 ლარი;

ოჯახში ძალადობის მსხვერპლების (ბენეფიციარების) დახმარება

წელიწადში ერთხელ - 300 ლარი;

მიუსაფარი ადამიანების ქირით უზრუნველყოფა

თვეში 180 ლარის ოდენობით;

მკვეთრად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება - წელიწადში ერთხელ - 350 ლარი;

მნიშვნელოვნად გამოხატულ (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით)

წელიწადში ერთხელ - 300 ლარი;

დიალიზზე მყოფი ადამიანების დახმარება - წელიწადში ერთხელ - 500 ლარი;

სმენადაქვეითებული (ყრუ-მუნჯობა ICD H-90.6; H-91.9) ადამიანების დახმარება

წელიწადში ერთხელ - 300 ლარი;

2023 წლის 1 იანვრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლებული ყოფილი მსჯავრდებულების დახმარება

წელიწადში ერთხელ - 300 ლარი;

2023 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული სრულწლოვანი (არაუმეტეს 21 წლისა) მოქალაქეების დახმარება

წელიწადში ერთხელ - 350 ლარი;

ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, გლუტენის დაავადებით (ცელიაკია ICD K90.0), ფენილკეტონურიით, ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული ადამიანების სოციალური დახმარება

წელიწადში ერთხელ - 500 ლარი

რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება თანადაფინანსებით

თითოეულ ბავშვზე თვეში - 100 ლარი;

გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობისას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების სოციალურად დაუცველი წევრების წილის დაფინანსება.

მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება მოსახლეობის ხუთ კატეგორიას გაეწევა.

გორის მერია უზრუნველყოფს დევნილების, ომის ვეტერანების, უპატრონო მიცვალებულებისა და იმ ოჯახების წევრების სარიტუალო ხარჯების დაფინანსებას, რომლებიც სარგებლობენ მერიის ქირავნობის პროგრამით და უწყების მიერ უზრუნველყოფილნი არიან დროებითი საცხოვრებელი ფართებით - 400 ლარი“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო