მარიამ ჯიშკარიანი პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს - „აგრესიის ეპიზოდები“, რომელზეც საუბრობთ ტელეშოუს რეჟიმში და აძლევთ არაკვალიფიციურ შეფასებას, „ვივამედის“ სამედიცინო ბარათში გამოყენებული არ არის

„აგრესიის ეპიზოდები“, რომელზეც თქვენ საუბრობთ ტელეშოუს რეჟიმში და აძლევთ არაკვალიფიციურ, არასამედიცინო შეფასებას, „ვივამედის“ სამედიცინო ბარათში, მათ შორის სამეთვალყურეო ექთნების 24-საათიან ჩანაწერში გამოყენებული არ არის, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის მოწმის სტატუსით იკითხება.

ამ სიტყვებით ჯიშკარიანი გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის იურისტის, ნიკა აბრამიშვილის შეკითხვას იმის შესახებ, რომ „ხომ არ არის გაპარული ამბულატორიული ექსპერტიზის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საშუალო სამედიცინო პერსონალის მიმართ აგრესიის ეპიზოდები“.

ჯიშკარიანის შეფასებით, აღნიშნული შეკითხვა არ ეხება სამედიცინო სფეროს და არის არაკვალიფიციური შეფასება.

„რას ნიშნავს გაიპარა? ეს შეკითხვა არ ეხება სამედიცინო სფეროს. ეს შეკითხვა არის თქვენი მოსაზრება და ტელეშოუს ინტერპრეტაცია. აგრესიის ეპიზოდები, რომელზეც თქვენ საუბრობთ ტელეშოუს რეჟიმში და აძლევთ არაკვალიფიციურ, არასამედიცინო შეფასებას, ამდაგვარი ტერმინოლოგია „ვივამედის“ სამედიცინო ბარათში, მათ შორის სამეთვალყურეო ექთნების 24-საათიან ჩანაწერში გამოყენებული არ არის, შესაბამისად, დაბრუნდით სამედიცინო დოკუმენტაციის ფარგლებში და ვისაუბროთ ამ ფარგლებით. რაც შეეხება იმ ეპიზოდებს, ჩვენს დასკვნაში არის მითითებული flashback-ის ფსიქოზური ეპიზოდები, რაც შეფასებულია და მიუთითებს მდგომარეობის სიმძიმეზე. რაც შეეხება აგრესიას, ეს არის თქვენი შეფასება. სამედიცინო დოკუმენტაციაში მსგავსი რამ არ წერია“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო