სანდრო რაქვიაშვილი - “ნაციონალური მოძრაობა“ დე ფაქტოდ დაშლილია

პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ დე ფაქტოდ დაშლილია - ბრალდებები, რასაც მხარეები ერთმანეთს უყენებენ, იგივე ხარისხისაა, რასაც ისინი “ქართული ოცნების“ მიმართ ამბობენ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის“ დეპუტატმა“ სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა.

რაქვიაშვილის შეფასებით, “ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულმა დაპირისპირებამ სერიოზული მასშტაბები შეიძინა და “საკვირველი ის არის, ხალხი, რომელსაც ერთმანეთის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს, აქამდე ერთ პარტიაში როგორ არიან.

“საკითხი იმაშია, თუ როგორ გაფორმდება ეს (დაშლა) - გაფორმდება იმდაგვარად, რომ პარტია მართლა დაიშლება და პოლიტიკაში სხვადასხვა პარტია გაჩნდება თუ პარტიას ვიღაც დატოვებს. შიდა არჩევნების შემდეგ პასუხი ამ კითხვას გაეცემა. კონკრეტული მხარე რას აკეთებს და ვის ხვდება, ეს უფრო შიდა რესურსების გადანაწილებას უკავშირდება.

არ მჯერა, რომ ვანო მერაბიშვილი აქამდე “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაში ჩართული არ იყო. არ მჯერა, რასაც ნიკა მელია ამბობს, რომ მერაბიშვილი ახლა ბრუნდება. მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაში მერაბიშვილი სულ ჩართული იყო. არის რეგიონები, სადაც პერსონალურად მას დიდი მხარდაჭერა აქვს და “ნაციონალური მოძრაობა“ ხმებს ამ მხარდაჭერის ხარჯზე იღებდა. არ მგონია, რომ ახლა რაღაც ახლი ხდება - უბრალოდ მერაბიშვილი ამას ღიად აკეთებს“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ