ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

წყალარინების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ჩიტაიას ქუჩის ნაწილზე - ფიროსმანისა და ჩიტაიას ქუჩის კვეთიდან ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 18 იანვრის 10:00 საათიდან 22 იანვრის ჩათვლით, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილსის მერია ავრცელებეს.

ასევე, ჩაიკეტება კლდიაშვილის ქუჩის ნაწილი (გ. დოლიძისა და კლდიაშვილის ქუჩის კვეთიდან ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი).

მერიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ჩიტაიას ქუჩიდან კლდიაშვილის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჩიტაიასა და ჩუბინაშვილის ქუჩების გამოყენებით, ხოლო კლდიაშვილის ქუჩიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ნინოშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩების საშუალებით; დოლიძის ქუჩიდან ავტომობილები კლდიაშვილის ქუჩისკენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით გადაადგილდებიან.

მიკროავტობუსები: N416, N436, N462, N477, N490, N517, N507, N522, N529 და ავტობუსები: N362, N368 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, კლდიაშვილის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდებიან ფიროსმანის ქუჩის გავლით, ხოლო უკუმიმართულებისას, სადგურის მოედნიდან გოგოლის ქუჩით დაუკავშირდებიან ფოცხვერაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებს, გადაადგილდებიან მარჯანიშვილის ქუჩაზე და მარცხნივ მოხვევით, ჩიტაიას ქუჩაზე გადაინაცვლებენ, რის შემდეგაც, სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა