მარიამ ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილს ბოდვა და ჰალუცინაცია არ აღენიშნებოდა - სანამ დემენციის ეტიოლოგია არ დადასტურდება, არანაირი პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება

მიხეილ სააკაშვილს ბოდვა და ჰალუცინაცია არ აღენიშნებოდა, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესზე გამოკითხვისას განაცხადა, როდესაც უპასუხა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის კითხვას დემენციის მკურნალობის გაიდლაინთან დაკავშირებით.

ჯიშკარიანის განმარტებით, ქართული გაიდლაინების მიხედვით ნეიროლეფსიური პრეპარატები დიდი სიფრთხილით გამოიყენება.

„ „ნეირომიდინი“ ნეიროლეფსიური პრეპარატი არ გახლავთ. ნეიროლეფსიური პრეპარატები დიდი სიფრთხილით ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ არის ბოდვა და ჰალუცინაციები და თუ სხვა საშუალება არ არსებობს. ამერიკაში ყველა ნეიროლეფსიური პრეპარატები „შავ ყუთშია“ და დემენციის დროს არ გამოიყენება.

რაც შეეხება ჩვენს გაიდლაინებს, წერია, რომ დიდი სიფრთხილით გამოიყენება. ნეიროლეფსიური პრეპარატების გამოყენება თავის ტვინის ორგანული დაზიანების დროს არ არის მიზანშეწონილი და იწვევს მდგომარეობის დამძიმებას. მიხეილ სააკაშვილს ბოდვა და ჰალუცინაცია არ აღენიშნებოდა. რაც შეეხება „ნეირომიდინს“, ის დემენციის სამკურნალოდ არ ინიშნება. "ნეირომიდინი" ინიშნება პოლინეიროპათიის სამკურნალოდ, დემენციის სამკურნალოდ არ ინიშნება. ამის სამკურნალოდ არის სხვა პრეპარატები. ჩვენს შემთხვევაში, სანამ დემენციის ეტიოლოგია არ დადასტურდება, არანაირი პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო